საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე - შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები !
ორწლიანი პროექტი GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA) ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორ RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში.
GIPA-ს მეხუთე დონის უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესის თანახმად, 2021 წლის 20 აგვისტომდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration , მონიშნონ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის უმაღლესი პროფესიული პროგრამა „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და შეავსონ შესაბამისი ველები.
პროგრამის პარტნიორი ორგანიაზაციებია:
- შპს.ურბანა
- შპს."აბტ ინტერნეიშენალ"
- შპს."აუტო ტესტ გეორგია"
- შპს."იუ-ჯი-თი"
- შპს.''მაზა დეველოპმენტ"
- შპს. ,,გეოკაპიტალი''
- შპს."სოკარ ჯეორჯია პეტროლიუმი"
- შპს.საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
- შპს.CBD Development
- შპს."ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო(MEPA)
- სს. სილქნეტი
- იტალიური კომპანია HSI Consulting srl
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის ღირებულება წელიწადში - 3500 ლარი
სახელმწიფო თანადაფინანსება (საბიუჯეტო დაფინანსება) – წელიწადში 70 % ( 2447.50 ლარი)
სტუდენტის გადასახადი - წელიწადში 30 % (1052.50 ლარი)
სტუდენტის გადასახდელი თანხის (1052.50 ლარი) გადახდა ხორციელდება 4 ეტაპად წარმატებული სტუდენტებს GIPA და ტერა ბანკი სთავაზობს გრძლევადიან, შეღავათიან სტუდენტურ სესხს, რომლის დაბრუნება მოხდება სწავლის დასრულების/დასაქმების შემდეგ.
ნახე ხშირად დასმული შეკითხვები: http://bit.ly/3ltwwK4
გაიგე მეტი აქ: http://bit.ly/2Q8YKhK
გაიარე ერთიანი პროფესიული ტესტირება, საბაზისო გასაუბრება ჯიპაში და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!