ERASMUS + ის სასწავლო კვირეული აკადემიური პერსონალისთვის “LAVOSLAV RUŽIČKA“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში

14 ივლისი, 2021

ERASMUS + ის სასწავლო კვირეული აკადემიური პერსონალისთვის “LAVOSLAV RUŽIČKA“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატია); 2021 წ. 11-15 ოქტომბერი;

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს აკადემიური პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესი,  სამართალი, საჯარო მმართველობა;

 

მობილობის ხანგრძლივობა: 2021 წლის 11-15 ოქტომბერი;

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 4 სალექციო საათს. ლექციების გარდა, ასევე, გაიმართება სემინარები და ინტერაქტიური სესიები. მობილობა უნდა განხორციელდეს 2021 წლის საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში, კერძოდ კი 11-15 ოქტომბერს.

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით (სულ 980 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან:

 

 

ასევე cc-ში უნდა ჩასვათ ერასმუს+ პროგრამის კოორდინატორი: Karolina Novinc, karolina.novinc@vevu.hr  

 

სამუშაო გეგმა უნდა გადააგზავნოთ არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა.

 

სამუშაო გეგმის შევსებისას გთხოვთ იხელმძღვანელოთ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების კატალოგით. ყურადღება უნდა მიექცეს ზამთრის სემესტრებში (winter semester) მოცემულ საგნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას საგნების თავსებადობა და  ლექციების შინაარსობრივი თანხვედრა.

ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:

ერასმუს-ის გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალის მიერ სასწავლო კურსების განხორციელების მიზნით მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილების არსებობა, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდ-დან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება.

 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 6 აგვისტოს 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • დამტკიცებული სამუშაო გეგმა/approved teaching plan;
  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფია (CV);
  • ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;

 

 

შერჩევის პროცედურა: 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 3 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

იხ. დანართები

Teaching Plan

Application Form