• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ჯიპას ლექტორები ASPA-ს კონფერენციაზე

    25 მარტი, 2015

    ჯიპას მმართველობის სკოლის პროფესორებმა, ნინო ღონღაძემ და ნინო დოლიძემ, წარადგინეს მოხსენება სახელწოდებით "საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმირება: ახალი საჯარო მენეჯმენტიდან ნეო-ვებერიანულ სისტემამდე" ამერიკის სახელმწიფო მმართველობის საზოგადოების (ASPA) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა  ჩიკაგოში 6-10 მარტს. ნინო ღონღაძე არის მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი, ხოლო ნინო დოლიძე - სახელმწიფო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი. მოხსენება გაკეთდა ჯიპასა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამნეტის მიერ.