• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ფოტოგამოფენა "მე ვხედავ"

    24 მარტი, 2015
    25 მარტს, 19:30 საათზე, კინოთეატრ "ამირანი"-ში გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონია. 
    GIPA-ს სტუდენტები ეცნობოდნენ ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობებსა და მიმართულებებს, ფოტოაპარატის აგებულებას და დანიშნულებას მარი ნაკანი - მამასახლისის 3 თვიანი, საავტორო პროგრამის განმავლობაში.

    სტუდენტების მიერ გადაღებული მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო 25 ფოტო შეირჩა გამოფენისთვის "მე ვხედავ", რომელიც კინოთეატრში "ამირანი" 4 აპრილამდე გაგრძელდება.

    ღონისძიების ორგანიზატორები GIPA-ს პიარის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.

    მხარდამჭერი: Outdoor.ge

    გელოდებით! თქვენი მობრძანება ჩვენთვის და ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!