''კავკასიის გეოპოლიტიკა: წარსული, აწმყო და ის რაც შესაძლებელია'' - გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექცია
შეხვედრა 17 დეკემბერს, ხუთშაბათს, 21:00 საათზე, საჯარო მმართველობის სამაგისტრო კურსის ორგანიზებით გაიმართება
გეოპოლიტიკა, სასიკეთოდ თუ სამწუხაროდ, ნაციონალისტური ფანტაზია არ არის. ის ფუძეა, რომელზეც ეკონომიკა, პოლიტიკა და იდენტობები იზრდება. გეოპოლიტიკის ძირითადი თვისებები მაქს ვებერმა დიდი ხნის წინ თეორიად გადააქცია. რა შეგვიძლია გავიგოთ კავკასიური ერების საწყისებსა და მათ აწმყოზე თუ ამ საკითხს მოცემულ ჩარჩოში განვიხილავთ? ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მათი მომავლის განჭვრეტაა; თუმცა, ესეც კი შესაძლებელია როცა შესასწავლად ერების პოლტიკურ "კლიმატს" და არა მხოლოდ "ამინდს" ვირჩევთ.
გიორგი დერლუგიანი სწავლობდა აფრიკულ ენებსა და ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1990 წელს, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც სხვადასხვა დიდ უნივერსიტეტებში ასწავლიდა, მათ შორის: კორნელში და მიჩიგანში.
გიორგი დერლუგიანი არის ავტორი შემდეგი მნიშნელოვანი სამეცნიერო სტატიებისა:
- «Why Adjaria is not Abkhazia, and Tatarstan is not Chechnya» (1994)
- «Che Guevaras in Turbans» (1999)
- Bourdieu's Secret Admirer in the Caucasus (2005)
- the Way This World Works (Moscow, 2012)
- «What Communism Was» in the volume Does Capitalism Have a Future? (Oxford, 2013)
ამჟამად დერლუგიანი მუშაობს New York University Abu Dhabi-ში.
შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3oFNDZV