შაბათს, 28 დეკემბერს, GIPA-ს სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „ლევან ზურაბაშვილი და სოციალური სამართლიანობის საკითხი.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წარუდგინა, ხოლო დაცვის მხარის განცხადებით, მოცემული პერფორმანსი გახლდათ ერთგვარი პროტესტის ფორმა არსებული მწვავე სოციალური პრობლემების წინააღმდეგ.
დისკუსიის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და გამოთქვეს მოცემული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვები.