''პოლიტიკური საარჩევნო უფლებები და არჩევნები: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება''

30 ნოემბერი, 2020
''ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის'' ფარგლებში, 7 დეკემბერს 17:00 საათზე GIPA-ში გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით: ''პოლიტიკური საარჩევნო უფლებები და არჩევნები: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება''.
პანელ-დისკუსიის ფარგლებში მიმოხილულ იქნება ძირითადი პოლიტიკური უფლებები, ზოგადად, არჩევნების კონტექსტში და შეფასდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის სამართლებრივი მხარე.
მომხსენებლები:
  • ანა დოლიძე - GIPA-ის ასოცირებული პროფესორი
  • ანა ნაცვლიშვილი - GIPA-ის ასოც. პროფესორი
  • ბაკურ კვაშილავა - GIPA-ის პროფესორი
  • თენგო თევზაძე - „სამოქალაქო პლატფორმა - 2020“, აღმასრულებელი დირექტორი.
მოდერატორი: თინათინ ერქვანია - GIPA-ის ასოც. პროფესორი.
ორგანიზატორი: GIPA-ის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ფარგლებში მოქმედი „სამართლისა და საზოგადოების კვლევის ცენტრი გლობალურ კონტექსტში“.
შემოუერთდით პანელ-დისკუსიას: https://bit.ly/33uuD8g
"ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. მონაწილე უნივერსიტეტებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.
3-10 დეკემბრის კვირაში, საქართველოს 11 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე.

2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3qasGaQ
2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული სრულად გაიმართება ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან Facebook გვერდზე.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით".