• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“ - ზურაბ აბაშიძე

    24 ნოემბერი, 2020

    24 ნოემბერს GIPA-ს საჯარო მმართელობის სამაგისტრო კურსის ორგანიზებით ზურაბ აბაშიძის საჯარო ლექცია, სახელწოდებით „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“ გაიმართა

    ამჟამად, ზურაბ აბაშიძე არის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი. იგი გახლდათ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში 1993-2000 წლებში და ამავე დროს, ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. 2000-2004 წლებში კი ის იყო საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში. აღსანიშნავია ასევე, რომ ბატონი ზურაბი ფლობს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს პოლიტოლოგიაში.

    ზურაბ აბაშიძე არის ავტორი წიგნებისა:

    • "ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ"
    • "ცივი ომი" - წარსული თუ დღევანდელობა?"
    • "დანგრეული კედლის ჩრდილში"