გამოცხადდა მიღება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიულ პროგრამაზე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტმა, საერთაშორისო პარტნიორ RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, NEBOSH-ის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე შეიმუშავა და დანერგა უმაღლესი პროფესიული პროგრამა “შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები”, რომელიც სრულ თანხვედრაშია ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და საკონონმდებლო მოთხოვნებთან.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.
მიღების წინაპირობები:
“შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობისმოწმობის ასლი
- საშუალოგანათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი)
- ფოტო3x4-ზე
- შევსებულიგანცხადების ფორმა (იხ. განაცხადის ფორმა)
სწავლება განხორციელდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დღის საათებში.
ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, იეთიმ გურჯის 9 ან გამოაგზავნოთ ელექტონულად შემდეგ მისამართზე: hsetvet@gipa.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ნოემბერი. სწავლა დაიწყება 21 ნოემბერს.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
წლიური გადასახადი: 2850 ლარი (გადახდა ხორციელდება 4 ეტაპად)
ლექციები ჩატარდება შუა დღის საათებში