• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ირაკლი ალასანიას შეხვედრა GIPA-ს სტუდენტებთან

    17 მარტი, 2015

    ოთხშაბათს, 18 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტის “Frontline კლუბში” სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - პოლიტიკოსი და დიპლომატი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია შეხვდება.

    შეხვედრის მთავარი თემა იქნება: „ჩვენი ევროპული არჩევანი“.

    ირაკლი ალასანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2006 წლებში. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე. 2014 წლის 8 ნოემბრიდან ირაკლი ალასანია არჩეულია მპგ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ.

    მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62