22 სექტემბერს GIPA-ს პოლიტიკური კლუბის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავასთან
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა პარლამენტარიზმსა და ძლიერი პარლამენტის მნიშვნელობაზე საპარლამენტო რესპუბლიკაში. დისკუსიის დამსწრეებმა განიხილეს ის მექანიზმები, თუ რა აძლიერებს ახლა და მომავალში რა გააძლიერებს პარლამენტის როლს საქართველოში.
შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მუშაობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლობა განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, პარლამენტის წევრის ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ახალ ინიციატივებს, რომელმაც უნდა გააძლიეროს პარლამენტის როლი საქართველოში.
ვიცე-სპიკერმა შეხვედრაზე უპასუხა სტუდენტების კითხვებს. სხვა საკითხებთან ერთად დისკუსიის წევრებმა ისაუბრეს საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო გარემოზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემებსა და პარლამენტის როლზე მათ გადაწყვეტაში.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ GIPA-ს რექტორი მაკა იოსელიანი და აკადემიური პერსონალი.