• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

    10 სექტემბერი, 2020

    ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

    იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდით ბათუმში ან ქობულეთში, უნივერსიტეტში გამოცხადებამდე, გთხოვთ, ჩაიტაროთ PCR ტესტირება, უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში.

    ცენტრების მისამართები: https://bit.ly/3m4EadR

    2020 წლის 1 ოქტომბრამდე თავი შეიკავეთ ბათუმსა და ქობულეთში ყველა სახის ვიზიტისგან

    ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული, გაცნობითი/საორიენტაციო და სხვა ტიპის დაგეგმილი ღონისძიებები, ამ ეტაპისთვის, არ განხორციელდება

    სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმასთან (სააუდიტორიო/დისტანციური) დაკავშირებით, შესაბამისი პროგრამების კოორდინატორები ინფორმაციას მოგაწვდიან უახლოეს მომავალში