ოთხშაბათს, 11 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტის “Frontline კლუბში” სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა იქნება: „სოფელი და სოფლის მეურნეობის გამოწვევები საქართველოში“.
დავით კირვალიძე 2012-2013 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2014 წლის მაისიდან იგი ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის CNFA საბჭოს წევრია. წლების განმავლობაში დავით კირვალიძე ასევე გახლდათ საქართველოს კერძო ფერმერთა დახმარების ფონდის დირექტორი.
მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62