GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს გასვლითი ლექცია თბილისის ზოოპარკში ჩაუტარდათ.
ლექციას, რომელიც საგნის „ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია“ ფარგლებში ჩატარდა, უძღვებოდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ბიომრავალფეროვნების ლექტორი, ბატონი ზურაბ გურიელიძე.
მაგისტრანტები, ადგილზე გაეცნენ თბილისის ზოოპარკში წარმოდგენილ სახეობებს, მათ წარმომავლობასა და ქცევის თავისებურებებს. გარდა ამისა, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ ცხოველებზე, რომელთა გამრავლებაც მიმდინარეობს ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით.