ისწავლე MBA-ზე GIPA-ს 2550 ლარიანი თანადაფინანსებით !

05 ივნისი, 2020

თუ გსურს შეძლო პრობლემური ორგანიზაციების გამართვა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტა, მაშინ საჭიროა იყო:

  • მეწარმე-მენეჯერი
  • ფინანსისტი
  • მარკეტერი
  • პროექტების მენეჯერი
  • კომუნიკატორი
  • პრაქტიკოსი
  • მკვლევარი
  • Homo Moralis

შემოუერთდი  GIPA-ს საიუბილეო MBA  ჯგუფს და ისწავლე ბიზნესის კეთება პრაქტიკულად.

GIPA-ს 25 წლისა და MBA პროგრამის დაარსების 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიზნესის მიმართულების მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, შეიქმნება საიუბილეო ჯგუფი, რომელიც ისწავლის GIPA-ს სპეციალური, 2550-ლარიანი თანადაფინანსებით, წელიწადში 4950 ლარად, 7500 ლარის ნაცვლად (2020-22 აკადემიური წელი).

სასწავლო კურსის შინაარსი გულისხმობს კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზს. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ლექცია/სემინარის ფორმატით. პროგრამა მოიცავს გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას, პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ჯგუფური პროექტების განხორციელებას. სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ხუთ სხვადასხვა ბიზნეს სიმულაციაში, მარკეტინგის, ფინანსების, ოპერაციათა მართვისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების სფეროში, რომელთა ლიცენზიის შესყიდვა ხდება ისეთი ლიდერი ბიზნეს სკოლებისგან, როგორიც არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლა. მიღებული ცოდნისა და უნარების სასწავლო პროცესის განმავლობაში პრაქტიკული რეალიზაციის ხარჯზე (სიმულაციებისა და სხვადასხვა ბიზნეს თამაშების საშუალებით), მაგისტრი სწავლის პროცესშივე იძენს გამოცდილებას და  შეუძლია მისი პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა. ჩვენი MBA გთავაზობთ პრაქტიკაზე და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროგრამასა და სწავლებას, რომლის პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაში ჩართული არიან წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესმენები.

 

გაიგე მეტი MBA პროგრამის შესახებ: https://gipa.ge/geo/program/show/180614025024biznesis-administrireba