საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სკოლების გაერთიანებამ (NASPAA) და ვირჯინიის უნივერსიტეტის Frank Batten-ის ლიდერობისა და საჯარო პოლიტიკის სკოლამ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე დიდი სტუდენტური სიმულაციური შეჯიბრის გამარჯვებულები გამოავლინა. ნათია მიქელბაიამ, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) წარმოადგენდა პირველი ადგილი აიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) გამართულ შეჯიბრზე.
წელს NASPAA Batten-ის სტუდენტურ სიმულაციურ შეჯიბრში 46 ქვეყნის დაახლოებით 400-მდე სტუდენტი მონაწილეობდა 114 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ღონისძიება 7 მასპინძელ უნივერსიტეტში ჩატარდა რომელთა შორის იყო: ინდოეთის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპი უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (ვირჯინია, აშშ). მოცემული შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებმა გადაინაწილეს ლიდერული როლები სიმულაციურ ქალაქებში და შეეცადენ საჯარო სატრანზიტო სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკების განხორციელებას. ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო სატრანსპორტო და მდგრადი პოლიტიკების აკადემიური ექსპერტებისა და პრაქტიკოსების მიერ, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.