ხუთშაბათს, 12 მარტს, 12 დან 15 საათამდე ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი გელოდებათ ჟურნალისტიკის სკოლის სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს. ყველას, ვისაც სურს გაიგოს მეტი მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტები შეხვდებიან ჟურნალისტიკის სკოლის პედაგოგებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. მიიღებენ ინფორმაციას 2015-2017 წლის განახლებულ სასწავლო პროგრამაზე.
ნახავენ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დამზადებულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს. გაეცნობიან სტუდენტური მედიის და რადიო ჯიპას მუშაობის პრინციპს. დაათვალიერებენ რადიოს სტუდიებს და შეხვდებიან შემოქმედებით ჯგუფს.
ნახავენ სტუდენტური ფესტივალის, "ჯიპა დოკუ", ფარგლებში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს.