პირველად კავკასიაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და დოიჩე ველე აკადემია (DWA) გერმანიის თანამშრომლობის მხარდაჭერით, გიწვევთ მედია მენეჯმენტის ონლაინ სკოლაში.
სკოლის მიზანია, მედიის ტოპ-მენეჯერებს მისცეს მრავალმხრივი და კომპლექსური ცოდნა, რომელიც მათ საკუთარი მედია ორგანიზაციების გაძლიერებაში, ადამიანური და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციასა და ეფექტურ მართვაში დაეხმარებათ.
სკოლა შემდეგი ოთხი მოდულისგან შედგება:
- სტრატეგიული მენეჯმენტი (გიორგი შარაშიძე, ნანა აბურჯანიძე, დავით ბიწაძე, გიორგი ასლანიკაშვილი)
- ციფრული მედია და პლატფორმები: როგორ შევქმნათ, განვათავსოთ და გავყიდოთ კონტენტი (მირიან ჯუღელი, საბა ჩიხლაძე, ჯაბა ბოკუჩავა)
- როგორ დავზოგოთ და გამოვიმუშაოთ ფული არასტანდარტული გზით (ნანა აბურჯანიძე, თეა თაბაგარი)
- მედია ორგანიზაციის ეფექტური მართვა (ნინო ჯაფიაშვილი, ნინო შოშიტაიშვილი)
სწავლება მიმდინარეობს პირისპირი შეხვედრებისა და სამკვირიანი ონლაინ-სწავლების რეჟიმში. პირველი მოდული ოთხდღიანი შეხვედრით დაიწყება 13 მარტს, ხოლო დახურვა და სერტიფიკატების გადაცემა მოხდება ივლისის პირველ კვირაში.
პროგრამა შედგენილია "დოიჩე ველე აკადემიის" კონსულტანტებისა და ექსპერტების ჩართულობით და ეყრდნობა უკრაინისა და მოლდოვის სკოლების გამოცდილებას.
სწავლა უფასოა და დაფინანსებულია "დოიჩე ველე აკადემიის" მიერ.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 23 თებერვლამდე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა. შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერს, ანა ქეშელაშვილს a.keshelashvili@gipa.ge, ან +995 595 902905