„თვითმმართველობის ლაბორატორიაში“ მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები მოწვეულმა სტუმარმა, წყალმომარაგების სისტემების ექსპერტმა, მიხეილ თათარაძემ გააცნო. შეხვედრაზე იმსჯელეს წყალმომარაგების მხრივ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.
თვითმმართველობის ლაბორატორიას ასევე სტუმრობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ფეიქრიშვილი. მან სტუდენტებს საგარეჯოს მუნიპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები გააცნო. დაიგეგმა სტუდენტების ვიზიტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რათა ადგილზე გაეცნონ და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ წყალმომარაგების პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების სამუშაოების შესახებ.