ოთხშაბათს, 4 მარტს, 16:00 საათზე ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში პროექტ „CAPITOLIUM-ის“ პრეზენტაცია გაიმართება. მოცემული სტუდენტური ინიციატივა აშშ საელჩოს მხარდაჭერით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხორციელდება. ეს არის კონკურსი საჯარო გამოსვლებში, რომლის თემაა ამერიკის პრეზიდენტების მოღვაწეობა.
კონკურსის გამარჯვებულები სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და აშშ საელჩოს მიერ პრიზებითა და შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდებიან. მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილის სერტიფიკატი. გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები ფინალისტებისათვის.
მისამართი: ლ ასათიანის 62