საქართველოში წლის ბოლოს მრავალი აქტუალური საკითხი დაგროვდა, რომლებიც მეტ-ნაკლები ინტენსიურობით შუქდება მასმედიითა თუ სოციალური პლატფორმების საშუალებით. ძალიან მნიშშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტოტეტო საზოგადოებები, რომლებიც სხვაზე მეტად არიან თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უფრო მეტი ხარისხით ახასიათებთ რაციონალურობის ის ბაზისი, რომელიც ასე აკლია დღევანდელობას.
ჯანდაცვაში არსებული სიახლეების ირგვლივ უკვე ნოემბრიდან მიმდიანრეობს მსჯელობა, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა მთავრობის 520 დადგენილება. ჯიპაში გამართული შეხვედრაც იყო ამ პროცესის გაგრძელება. შეხვედრას ესწრებოდენენ აკაკი ზოიძე - საქართველოს პარლამენბტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სოფო ლებანიძე, კომპანია პსპ დაზღვევის ხელმძღვანელი, ასევე ჯანდაცვის ექსპერტები, პრეფესორები, ლელა სერებრიაკოვა, ნინო კიკნაძე და მამუკა მახათაძე. შეხვედრას მოდერაცია გაუწია მმართველობის პროფესორმა ვანო ცერცვაძემ.
დისკუსიაზე, რომელსაც სტუმრების გარდა ესწრებოდნენ ჯიპას მმართველობის სკოლის მაგისტრი სტუდენტები, გაშუქთა ჯანდავის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხთა ფართო სპექტრი. მათ შორის ისეთ მწვავე საკითხები, როგორიცაა ჯანდაცვის ეფექტური და სამართლიანი რეგულირება, კერძო და სახელმწიფო სექტორის როლი, ინფორმაციის ასიმეტრიულობისა და ჭარბი მოხმარების ტენდენციები სუბსიდირების პირობებში.