ტრენინგი “TheSIS-დიპლომანტების ხელმძღვანელობის პროცესის მართვა“

22 დეკემბერი, 2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2019 წლის 21 დეკემბერს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი “TheSIS-დიპლომანტების ხელმძღვანელობის პროცესის მართვა“. ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 

ტრენინგს “TheSIS-დიპლომანტების ხელმძღვანელობის პროცესის მართვა“ უძღვებოდა ტრენერი - თინათინ გვენეტაძე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის დიპლომანტების ხელმძღვანელობის პროცესის შემადგენელი საკითხების განხილვა და გაზიარება, როგორებიცაა: კომუნიკაციის შაბლონებისა და ვადების შედგენა და დაცვა სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის პროცესში; ხელმძღვანელსა და სტუდენტს შორის ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება; იდეების ან რესურსების შეთავაზება საჭირო საკითხავი ლიტერატურის საფუძველზე და მორალური ღირებულებების გაზიარება დიპლომზე მუშაობის პროცესში. ტრენინგი განხორციელდა მონოლოგის ფორმატში, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.