ტრენინგი „შეფასების ინსტრუმენტები და უკუკავშირის სტრატეგიები“

15 დეკემბერი, 2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2019 წლის 14 დეკემბერს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი „შეფასების ინსტრუმენტები და უკუკავშირის სტრატეგიები.“ ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 

ტრენინგს „შეფასების ინსტრუმენტები და უკუკავშირის სტრატეგიები“ უძღვებოდა ტრენერი - ნათია გორგაძე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის შეფასების მნიშვნელობის გათავისების ხელშეწყობა და შესაბამისად, შეფასების სტრატეგიის დაგეგმვის უნარების გაუმჯობესება განსხვავებულ ჯგუფებთან მუშაობის პროცესში. ტრენინგ კურსზე განხილულ იქნა შეფასების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში; შეფასების სახეები განათლების უმაღლეს საფეხურზე; შეფასების ინსტრუმენტები და მათი ვალიდურობის განსაზღვრის სტრატეგიები კონკრეტული კურსის ამოცანებისა და მიზნების შესაბამისად; უკუკავშირი, კურსის ფარგლებში სწავლა-სწავლების მიდგომებისა და შეფასების სისტემების გაუმჯობესებისათვის/აკადემიური კურსის გრძელვადიანი გაუმჯობესებისათვის. ტრენინგი განხორციელდა მონოლოგის ფორმატში, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.