• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • კინოცენტრის შეხვედრა ანიმატორებთან GIPA-ში!

    02 მარტი, 2015

    27 თებერვალს, GIPA-ში, CG MULTILAB-Autodesk - ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრის, CG LAB - უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის, CG GEORGIA - საქართველოს ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაციის, Easy Soft – რეგიონში Autodesk-ის ოფიციალური პარტნიორის ორგანიზებით გაიმართა კინოცენტრის შეხვედრა ანიმატორებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

    შეხვედრის მიზანი საქართველოში ანიმაციის განვითარება და ხარისხიანი ქართული ანიმაციური პროდუქციის წარმოებაა.