ხუთშაბათს, 12 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლამ უმასპინძლა პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს. სტუდენტებთან შეხვედრის დროს დისკუსია შედგა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პოლიტიკაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის ფარგლებში ბატონმა დიმიტრიმ განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკა, კანონმდებლობის შემუშავების პროცესი და სხვადასხვა სამოქალაქო აქტორების ჩართულობის მნიშვნელობა, სახელმწიფო პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების სფეროში განათლების საკითხებთან დაკავშირებით და ა.შ.