2019 წლის 7 დეკემბერს, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივ ძალისხმევით ახალქალაქში 16 დღიანი გლობალურ კამპანია აღინიშნა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის ი. ჭავჭავაძის სახელობის #3 საჯარო სკოლაში გაიხსნა „თანასწორობის კუთხე“, რომელიც საშუალებას მისცემს ახალქალაქში მცხოვრებ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. აგრეთვე, გაიხსნა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა, რომელიც UNFPA-ს საქართველოს ოფისის მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტით: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იყო წარმოდგენილი. ფოტოგამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები მოზარდი გოგონების და ახალგაზრდების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. „თანასწორობის კუთხე“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. მანვე წაიკითხა საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ. “ძალიან სიმბოლურია ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლაში “თანასწორობის კუთხის” გახსნა. ჩვენ გვსურს გავიზიაროთ ილიას მიერ დაფუძნებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემკვიდრეობა - რაც განათლებულ და განვითარებულ საქართველოს უდრის”, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტმანეტის ხელმძღვანელმა ნანა ქაშაკაშვილმა, სერტიფიკატები გადასცა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს ქართულ ენასა და სივრცით ხატვაში.
“სასწავლო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. ცენტრი ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ საზოგადოებაში საერთო ენისა და ინტერესების გამონახვას”, - აღნიშნა ნანა ქაშაკაშვილმა.
ეკვილიბრიუმის პროექტს დაეთმო, 2019 წლის 8 დეკემბერის ღონისძიებები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის (ჩამდურა, კიროვაკანი, ვაჩიანი) სკოლებში პატარა ბიბლიოთეკები მოეწყო. მსგავსი ბიბლიოთეკებით ახალქალაქის ყველა სოფელი დაიფარება. სამივე ზემოაღნიშნული სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ წაუკითხა საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე. ბიბლიოთეკების ორგანიზებას სკოლებში პროექტის- სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში ფარგლებში ხორციელდება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge