ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის “lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატია)

11 დეკემბერი, 2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს აკადემიური პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი.

მობილობის ხანგრძლივობა: 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს. მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით (სულ 980 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 იანვრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (Verification Letter) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დანართი 2)
  • სამუშაო გეგმა (დანართი 3)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, Europass form)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო გეგმა (Teaching Plan) შეთანხმებულ უნდა იქნეს მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან. შესამაბისად, სამუშაო გეგმის შევსებისას აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ მას შემდეგ მისამართზე: Zeljka Borzan, zeljka.borzan@vevu.hr და ასევე cc-ში უნდა ჩასვან ერასმუს+ პროგრამის კოორდინატორი: Karolina Novinc, erasmus@vevu.hr 

შერჩევის პროცედურა: 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 1 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

იხ. დანართი: 

Teaching Plan

Application Form

Verification Letter