GIPA-ს გუნდმა Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების მოსამზადებელ ეტაპზე (Pre-Moot) პირველი ადგილი დაიკავა
მოხარულნი ვართ გაუწყოთ, რომ 22-ე Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში მონაწილე “GIPA”-ს გუნდი, რომელიც შედგება ხატია გოგილაშვილის, ქეთევან გივიშვილის, დარინა ბერიძისა და მიხეილ შათაშვილისგან, პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მოიგო იმიტირებული პროცესის თბილისის მოსამზადებელი ეტაპი და გავიდა პირველ ადგილზე საქართველოს, ბელორუსის, ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტების 10 გუნდს შორის.
Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, “GIPA”-ს გუნდი 2015 წლის მარტის ბოლოს ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.
ვულოცავთ გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ თამაშებზე ვენაში!