28 ნოემბერს, GIPA-ში ჩატარდა შეხვედრა გიორგი ცინცაძესთან თემაზე - "რა უშლის ხელს მწვანე პოლიტიკის წარმოებას საქართველოში?”.
გიორგი ცინცაძე გარემოს მეცნიერებათა ბაკალავრი, (კორნელის უნივერსიტეტი (2013-2017) და გარემოს მეცნიერებათა და პოლიტიკის მაგისტრია, (ჩიკაგოს უნივერსიტეტი (2017-2019), მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, „რესურსების წყევლისა" და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება. ამჟამად გამოცემა „ლიბერალის" ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებების რედაქტორია.
ლექციის მიმდინარეობისას გიორგიმ სხვა და სხვა საკითხზე ისაუბრა:
● რატომ ვერ ხერხდება საქართველოში წარმატებული მწვანე პოლიტიკის წარმოება?
● რა უშლის ხელს ეკოლოგიური წუხილების გარშემო ფართო საჯარო და პოლიტიკური კონსენსუსის ჩამოყალიბებას?
● რამდენად დაძლევადია ჩიხი, სადაც ეკოლოგიური მდგრადობა ეკონომიკურ განვითარებას უპირისპირდება, სახელმწიფო კი ხშირად არა მათ საერთო სამოქმედო ჩარჩოში მოქცევას, არამედ მათ შორის არჩევანის გაკეთებას გვთავაზობს?