2015 წლის 23 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ფრონტლაინ კლუბში საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ლარის კურსის ცვლილება. საჯარო ლექციაზე მოწვეულები იყვნენ ექსპერტები: არჩილ გერსამია, ლექსო ალექსიშვილი, ნინო ევგენიძე, გიორგი ბაქრაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინსტიტუტის ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კავკასიის რეგიონში ეროვნული ვალუტის ცვლილებების მიზეზებზე ევროსთან და დოლართან მიმართებაში. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაიცემოდა რადიო ჯიპას საშუალებით.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის საჯარო შეხვედრების ჩატარებას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე.