საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2019 წლის 16 ნოემბერს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი „პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავება.“ ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ტრენინგს „პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავება“ უძღვებოდა ტრენერი - კახაბერ გოშაძე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის ფართო ხედვის ჩამოყალიბება მონაცემთა დაცვისა და დამუშავების მნიშვნელობის შესახებ, რაც მიმართულია უნივერსიტეტში ისეთი მონაცემების შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის ეფექტურ უზრუნველყოფას. ტრენინგი განხორციელდა მონოლოგის ფორმატში, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგი ასევე დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.