კახაბერ გოშაძე
მოწვეული ლექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში
მას აქვს რვაწლიანი გამოცდილება საუნივერსიტეტო სწავლების, ხოლო ათწლიანი გამოცდილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. ამ პერიოდში, გარდა საუნივერსიტეტო სწავლებისა, აქვს ჩატარებული არაერთი პრაქტიკული ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, ასევე, დანერგილი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი.
მას აქვს მოპოვებული მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ის პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ამჟამად, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჩართულია საბაკალავრო სწავლების საფეხურზე. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა შიდაორგანიზაციულ დონეზე, როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებებში.
პუბლიკაციები:
სადისერტაციო ნაშრომი:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, 2018.
წიგნები:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი უფლება, „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2020;
- მართლმსაჯულების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო (თარგმანი), GIZ, თბილისი, 2018 (სამეცნიერო რედაქტორი);
- მოსაზრება 05/2012 ღრუბლოვან სისტემაზე (თარგმანი), გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2017;
- Privacy by Design კონცეფცია სამართალში, რეგულირებასა და პრაქტიკაში (თარგმანი), გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2016;
- მონაცემთა დაცვის ევროპული სამართალი (თარგმანი), გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2015;
სტატიები:
- Legal Implications of ‘Sharenting’, Law and World, #15, Scientific Research Institutie of Law, Tbilisi, 2020;
- The Data Protection Officer – Ensuring Greater Data Protection Compliance, Law and World, #14, Scientific Research Institute of Law, Tbilisi, 2020;
- The Principle of Secure Processing of Personal Data, Caucasus Journal of Social Sciences, #9, University of Georgia Publishing, Tbilisi, 2017;
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების იმპლემენტირება შრომით ურთიერთობებში, შრომის სამართალი – სტატიათა კრებული (III), GIZ, 2015, 26-48;
- პერსონალური მონაცემები და მათი დამუშავების სამართლებრივი ასპექტები, მზია ლეკვეიშვილი 85 – საიუბილეო კრებული, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2014, გვ. 443-463, სტატიის თანაავტორი.
ბროშურა:
- მონაცემთა დაცვა 101, „იურისტების სამყარო,“ თბილისი, 2018;
ბლოგები:
- COVID-19 ანუ მონაცემთა დაცვა დისტანციურად, რადიო GIPA, 2020 (ხელმისაწვდომია: http://blog.radiogipa.ge/?p=4750);
- უმაღლესი განათლება – უმაღლესი მიზნები. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია (APU), 2018 (ხელმისაწვდომია: https://apu.ge/ka/spages/umaghlesi-ganatleba-umaghlesi-miznebi/40);
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა: ახალი გამოწვევა. ლიბერალი, 2014 (ხელმისაწვდომია: http://liberali.ge/blogs/view/5894/personalur-monatsemta-datsva-akhali-gamotsveva);
- მონაცემთა დაცვა - ინდიფერენტული რეალობა. ნეტგაზეთი, 2014 (ხელმისაწვდომია: http://blogs.netgazeti.ge/2014/05/28/31925/).