ტრენინგი „შედეგზე ორიენტირებული სწავლება“

22 ივნისი, 2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2019 წლის 22 ივნისს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი „შედეგზე ორიენტირებული სწავლება.“ ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 

“შედეგზე ორიენტირებული სწავლების“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ნიკოლოზ აბუაშვილი. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალის დაფიქრება, თუ რა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული სწავლება და მათთვის სწავლებისა და შეფასების შესაძლო ინსტრუმენტების გაცნობა. ტრენინგი განხორციელდა სემინარის ფორმატში, რომელიც დატვირთული იყო ჯგუფური სავარჯიშოებით.