PORTFOLIO REVIEW

03 ნოემბერი, 2019

2016 წლიდან GIPA-ს ორგანიზებით, საქართველოში ერთადერთი და სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Portfolio Review Tbilisi  ტარდება. Portfolio Review Tbilisi 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს, სტუდენტებს კურსდამთავრებულებს, თუ უბრალოდ მოყვარულებს აერთიენებს, რომლებსაც ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით აქვთ ნამუშევრები.

მათ შეუძლიათ წარადგინოთ თავიანთი პორტფოლიოები და მიიღონ სასარგებლო უკუკავშირი ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან. ეს არის უნიკალური შანსი სარეკლამო ინდუსტრიაში მოხვედრის მსურველებისათვის, პროფესიონალებთან საქმიანი კომუნიკაციის დასაწყებად და მათგან რჩევების მისაღებად.