სამაგიდო თამაშების კლუბი

04 ნოემბერი, 2019

სამაგიდო თამაშების კლუბი "lab"  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2017 წლის 5 ოქტომბერს დაარსდა. "lab"-ის მიზანია განავითაროს სამაგიდო თამაშების კულტურა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა შორის და მეტად მრავალფეროვანი გახადოს მათი სტუდენტური ცხოვრება.

სამაგიდო თამაშების კლუბი "lab" ღიაა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტისთვის. კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს სხვადასხვა ტურნირს როგორც ინსტიტუტის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთ.