• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • UNLOCK

    08 ნოემბერი, 2019

    ყოველწლიურად, GIPA-ს ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები  სტუმრებს წარუდგენენ ხოლმე  გამოფენას, სახელწოდებით "გახსენი" (UNLOCK). გამოფენაზე წარმოდგენილი არის ხოლმე სტუდენტების და ლექტორების მიმდინარე სასწავლო წლის მსვლელობისას შექმნილი 100-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი და პროექტი. 

    სტუდენტების ნამუშევრები:

     

    • არტ პროექტები (ინსტალაცია, ვიდეო-არტ)
    • ფოტო პროექტები (ფოტო ამბავი, შემოქმედებითი ფოტო, სარეკლამო ფოტო)
    • ვიდეო პროექტები
    • გრაფიკული პროექტები (პოსტერები, ილუსტრაციები)
    • საუნდ პროექტები ( საუნდ დიზაინი, საუნდ მიქსინგი)

    „გახსენი“ (UNLOCK) - ამ კონცეფციას GIPA თავის სასწავლო პროცესში იყენებს. მისი მიზანია გავხსნათ და გავაფართოვოთ აზროვნება, გავიდეთ ტრადიციული აზროვნების გარეთ, გავხსნათ ყველაფერი, რაც ჩარჩოებშია ჩაკეტილი“ - მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა, ქალბატონმა ნინო ივანიშვილმა.