GIPA-ში 2018 წლიდან მოქმედებს თეატრალური დასი, რომელიც წლის მანძილზე სხვადასხვა საინტერესო წარმოდგენებს გვთავაზობსხოლმე ჩართულია სხვადასხვა საუნივერსტეტო კონკურსებსა და ფესტივალებში.
2 წლის განმავლობაში, დასმა წარმოადგინა: სპექტაკლი "მოტრფიალენი თავისუფლების", გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", "ფემიციდი კონფლიქტის ზონაში" აფხაზეთის ომში დაზარალებული ქალების დოკუმენტური ისტორია პერფორმანსის სახით. დასი ამჟამად მუშაობს გოგოლის „რევიზორზე“ და უკვე გაიარა შესარჩევი ეტაპი საუნივერსტეტო ფესტივალზე - „ნიღაბი“. დასს ხელმძღვანელობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსტეტის მაგისტრი და რუსთაველის თეატრის მსახიობი - გრიგოლ ჟორდანია.