Speech and Debate Club ინგლისურენოვანი კლუბია, რომელსაც GIPA-ს მოწვეული ლექტორი კანადიდან ჯეფრი მორსკი ხელმძღვანელობს.
კლუბი მიზნად ისახავს, ინგლისური ენის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. კლუბის პირველი ნაწილი საჯარო გამოსვლების და პრეზენტაციის უნარებს ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი ორიენტირებულია დებატებზე.
სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და მოდერატორთან ერთად სხვადსხვა თემებზე დებატობენ. საჯარო გამოსვლებში, ისევე როგორც დებატებში ვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა სპეციალური პრიზი GIPA-სგან.