ლარის კურსის ცვლილება

19 თებერვალი, 2015

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა გეგმავს რეგულარული საჯარო შეხვედრების ჩატარებას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე. შეხვედრის ფორმატი გულისხმობს შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შესაბამისი საჯარო პირების მოწვევას დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება ინსტიტუტის კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიაში. შეხვედრას დაესწრებიან ინსტიტუტის სტუდენტები, თანამშრომლები და დაინტერესებული პირები. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გადაიცემა რადიო ჯიპას მეშვეობით.

პირველი შეხვედრა დაგეგმილია 23 თებერვალს 19:00 საათზე და გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში. შეხვედრის თემაა ლარის კურსის ცვლილება. 

დისკუსიაზე მოწვეული იქნებიან ექსპერტები:

არჩილ გერსამია,

ლექსო ალექსიშვილი,

ნინო ევგენიძე,

გიორგი ბაქრაძე

მოდერატორი:

ნინო დოლიძე

საჯარო სკოლის მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი