2019 წლის 3-4 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა "ერასმუს +"-ის ფარგლებში დაფინანსებული ABC პროგრამის ("უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა”) დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის დაგეგმვა/ჩატარება GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით განხორციელდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის 16 ინსტიტუციის წარმომადგებლები, დამსწრეთა რაოდენობამ კი 100-ს გადააჭარბა. მონაწილეებმა და დაინტერესებულმა პირებმა ორი დღის განმავლობაში მოისმინეს 3 ძირითადი მოხსენება და დაესწრნენ 9 სამუშაო შეხვედრიდან მათთვის სასურველს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო მასალა: წიგნები, გზამკვლევები, ბროშურები და ა.შ.