12 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აბიტურიენტებს საქართველოს პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღია ლექციის თემა იყო - "წიგნები: უპირატესობა“.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მომავალშიც გთავაზობთ გაცნობით ღია ლექციებს აბიტურიენტებისათვის. ამ ლექციების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ მოხვიდეთ ჯიპაში, გაეცნოთ თქვენს მომავალ პროფესიას, სასწავლო გარემოს, მიღების პირობებს, გაესაუბროთ მომავალ ლექტორებს, დაესწროთ თქვენთვის სასურველ ლექციებს და მიიღოთ პასუხი თქვენს კითხვებზე.