Unlock: Chapter Three

09 ივლისი, 2019

პროექტი Unlock-ის მესამე თავი ჩვენს დღევანდელობას ეხმაურება.

მულტიმედიური მოგზაურობა - „დღეს“, მიზნად ისახავს შემოგთავაზოთ სტუდენტების მიერ დანახული დღევანდელი რეალობა, ახალი კუთხით. ჩვენი, აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტები, ხელოვნების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ეხმაურებიან დღევანდელობას და საკუთარ ხედვას გადმოცემენ მოძრაობის თეატრის შემოქმედებით სივრცეში. ახალი თავგადასავლისთვის საჭიროა შენი ყველა ხედვა მოიტოვო უკან, დაიცალო ყველა ემოციისგან და ახალი პერსპექტივებისთვის ღია, გამოგვყვე.

გამოფენის ფარგლებში გამოყენებული იქნება შემდეგი მედიუმები:
- ფოტო
- ვიდეო
- ინსტალაცია
- მუსიკა
- პრინტი

"Jam Session" - 21:00 - 00:00

პარტნიორები: Radio GIPA, მოძრაობის თეატრი.

დასწრება თავისუფალია

#რახდებადღეს #შეხედესხვაკუთხიდან #ახალიპერსპექტივები #გამოყევიGIPAს

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/464197851076709/