საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს უმაღლესი პროფესიული პროგრამის „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ სტუდენტები 2019 წლის 12 ივნისს სასწავლო ვიზიტად იმყოფებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო-ს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიული კვლევები. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუდენტებს ადგილზე წყლის, ჰაერისა და ნიადაგის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები გააცნეს.