გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

06 ივნისი, 2019

 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, GIPA - ს"შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" სტუდენტებს ეკომეგობრული ჩანთები გადაეცათ!

 უმაღლესი პროფესიული პროგრამის მასწავლებლებმა სტუდენტებს განუმარტეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსათვის პოლიეთილენის პარკების ეკომეგობრული ჩანთებით ჩანაცვლება.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.