ხუთშაბათს, 12 თებერვალს, 18 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ბროსეს ქ. #2) გაიმართება ბ-ნი ლევან ბერძენიშვილის ღია ლექცია აბიტურიენტებისათვის თემაზე - "წიგნები: უპირატესობა“.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გთავაზობთ გაცნობით ღია ლექციებს აბიტურიენტებისათვის. ამ ლექციების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ მოხვიდეთ ჯიპაში, გაეცნოთ თქვენს მომავალ პროფესიას, სასწავლო გარემოს, მიღების პირობებს, გაესაუბროთ მომავალ ლექტორებს, დაესწროთ თქვენთვის სასურველ ლექციებს და მიიღოთ პასუხი თქვენს კითხვებზე.