GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა საერთაშორისო პროექტის - Europe on Air მონაწილეებს უმასპინძლა.პროექტის ფარგლებში თბილისს 16 სტუდენტი და 6 ლექტორი ეწვია ბელგიიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან.
პროექტის Europe on Air ფარგლებში ქართველი და უცხოელი სტუდენტები სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელი ხელს ესტუმრნენ.
პროექტის Europe on Air დასრულების აღსანიშნავად ქართველი და უცხოელი სტუდენტები, მენტორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად Frontline Georgia-ში შეიკრიბნენ და პროექტის ფარგლებში მომზადებული რადიო სიუჟეტების მოსმენისა და განხილვის შემდეგ, Europe on Air-ის მონაწილეებს GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა ნინო ივანიშვილიმა სიგელები გადასცა.