22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.
დედამიწის დღის დაწესების მიზანი საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა იყო.
GIPA წელს უკვე მეორედ აწყობს დედამისწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით კონფერენციას და ყველა დარგით დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში მოისმინონ როგორც სახელმწიფო და არასამთვარობო სექტორის ასევე აკადემიის წარმომადგენლების პოზიციები. წელს კონფერენციის თემა იქნება „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“.
GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა აცხადებს რეგისტრაციას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის 22 აპრილს დაგეგმილი, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონფერენიცაში პოსტერული პრეზენტაციებით მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძება იმართება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციის დღის წესრიგი ფარავს ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა საქართველოში - გარემოსდაცვითი პოლიტიკა, გარემოსდაცვითი განათლება, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები, ბიომრავალფეროვნების დაცვა.
წარმოდგენილი პოსტერები გამოფენილი იქნება კონფერენციის პარალელურად და ნებისმიერ სტუმარს საშუალება ექნება გაეცნონ სტუდენტების ნამუშევრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, ხოლო საკუთარი თემის აბსტრაქტი და პოსტერის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგზავნონ მისამართზე earthday@gipa.ge
სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/4B7epc
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი.
პოსტერი უნდა ეხებოდეს საქართველოში გარემოს დაცვის მართვისა და პოლიტიკის აქტუალურ თემებს. მონაწილეებს მოეთხოვებათ პრობლემურ საკითხზე პოსტერის წარმოდგენა, რომელიც ერთი მხრივ შესაძლებელია იყოს მათ მიერ ჩატარებული კველვის შედეგები და/ან პრობლემური საკითხის გადაწყვეტის საუკეთესო პრაქტიკების წარმოდგენა და რეკომენდაციების შეთავაზება.