• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შიდა ქართლის გუბერნატორის ვიზიტი GIPA-ში

    19 მარტი, 2019

    ა/წ 14 მარტს GIPA-ს მმართველობის სკოლას ეწვია შიდა ქართლის გუბერნატორი ბ-ნი გიგი ხოჯევანიშვილი. საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, მის უფლება - მოვალეობებზე და  გაუზიარა სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

    მან  სტუდენტებს  ასევე გააცნო შიდა ქართლში არსებული გამოწვევები; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; მათ შორის ინფრასტრუქტურული და ტურისტული მნიშვნელობოს პროექტები რომელთა განხორციელება ასევე კერძო სექტორის ჩართულით იგეგმება.