2019 წლის 16-17 მარტს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ანაკლიაში იმყოფებოდნენ სადაც სასწავლო ტურის ფარგლებში ჯერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი, ხოლო მოგვიანებით კოლხეთის ეროვნულ პარკი მოინახულეს.
სტუდენტებს ანაკლიის პორტის გარემოს დაცვის მენეჯერმა ლაშა ბიბიჩაძემ უმასპინძლა, რომელმაც მაგისტრანტებს დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი გარემოსდაცვითი სამუშაოები და უპასუხა სტუდენტების კითხვებს.
ვიზიტის მეორე ნაწილი მაგისტრანტებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაატარეს სადაც ვიზიტორთა ცენტრში მოისმინეს ლექცია პარკის ბიომრავალფეროვნების და დაცული ტერიტორიის მართვის სისტემის შესახებ, ხოლო მოგვიანებით ისარგებლეს პალიასტომ-ფიჩორის ტურით და რეინჯერებთან დეტალურად განიხილეს ადგილზე არსებული სიტუაცია და ისაუბრეს იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ რომელიც დღეს ადგილზეა.
GIPA განსაკუთრებულ მადლობას უხდის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შემეცნებითი ტურის მხარდაჭერისათვის.