GIPA-ს სტუდენტები ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ ფაქტებს გადაამოწმებენ

27 თებერვალი, 2019

GIPA-ს ჟურნალისტიკის სტუდენტები პან-ევროპული პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტიკის 20 ევროპულ სკოლის სტუდენტებთან ერთად ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ ფაქტებს გადაამოწმებენ.

ჟურნალისტიკის სტუდენტები 2019 წლის გაზაფხულის ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიძიებენ და შემდეგ გადაამოწმებენ მათ სიზუსტეს.

EUFACTCHECK პროექტის ამოცანა დეზინფორმაციის გადამოწმებაა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ამ პროექტში მონაწილეობით ფაქტებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ დისკურსს შეუწყობს ხელს.

პროექტში მონაწილე ყველა სკოლა ევროპული ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაციის წევრია. ეს ორგანიზაცია 70-მდე ევროპულ ჟურნალისტურ საგანმანათლებლო და ტრენინგ დაწესებულებას აერთიანებს. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა,  ევროპული ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაციის წევრი 2013 წელს გახდა.

ჩართულობა

„ჩვენი პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ მედიისა და პოლიტიკოსების მიერ  ევროპული პოლიტიკური განცხადებების სიზუსტეს”, ამბობს ნადია ვისერსი, კოორდინატორი ანტვერპენის უნივერსიტეტიდან. პროექტის განმავლობაში ნებისმიერ მოქალაქეს სოციალური მედიის საშუალებით შეუძლია ჟურნალისტიკის სტუდენტებს სთხოვოს შეამოწმოს სარჩელი/განცხადება ევროკავშირის პოლიტიკაზე. ამ ფორმით პროექტი ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებსა და მოქალაქეების მედია-წიგნიერებას.

უნიკალური მეთოდოლოგია

პროექტის მონაწილეები ფაქტების გადამოწმებისას ბელგიელი ინსტრუქტორების მიერ ჩამოყალიბებული ალგორითმით იხელმძღვანელებენ.  „ეს ალგორითმი ფაქტების გადამოწმების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სტუდნებს მკაფიო ინსტრუქციებს აძლევს ფაქტების ეფექტურად გადამოწმებისათვის.   

პროექტში 15 ქვეყანა მონაწილეობს: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და ინგლისი.

EUFACTCHECK  თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: IFCN და DigDeeper. პროექტი ასევე იყენებს First Draft-ის ახალ CrossCheck პლატფორმას, რაც პროექტს უფრო გლობალურს ხდის.

www.eufactcheck.eu;